შაბათი, ივლისი 18, 2026

სააკაშვილის პირადი ექიმი – ექიმებმა უნდა დადონ დასკვნა, რომ სასამართლოზე მისი დასწრება შეიძლება


სააკაშვილის პირადი ექიმი – ექიმებმა უნდა დადონ დასკვნა, რომ სასამართლოზე მისი დასწრება შეიძლება

გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მეასამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკშვილის მოსანახულებლად მისი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე ჩავიდა. როგორც მან სააკაშვილის მონახულებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, შეძლებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ პროცესზე დასწრებას, ამას ექიმები გადაწყვეტენ. „მე ცალკე მოვინახულებ და ალბათ, მერე შევიკრიბებით მთავარ ექიმთან ერთად. ექიმებმა უნდა დადონ დასკვნა. ჩემი აზრით, დღეს გახდება ეს დასკვნა საჯარო, მაგრამ წინა ორმა კომისიამ ხომ თქვა, მისი დასწრება შეიძლებაო. არ მგონია, რამე შეიცვალოს“, - განაცხადა ყიფშიძემ. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს არის ჩანიშნული. ამ დროისთვის უცნობია, მისცემს თუ არა პენიტენციური დაწესებულება სააკაშვილს სასამართლო სხდომაზე დასწრების შესაძლებლობას



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია