- ივნისი 08, 2026
რუსულმა ძალებმა ხარკოვში საავადმყოფო და საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს
- აპრილი 30, 2022
- , პოლიტიკა
რუსულმა ძალებმა ღამით ქალაქ ხარკოვში საავადმყოფო და საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს, - CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სამსახურში აცხადებენ. მათივე ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად 9-სართულიანი კორპუსის რამდენიმე ბინაში ხანძარი გაჩნდა. ერთი ადამიანი დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. რაც შეეხება საავადმყოფოს, დაბომბვის შედეგად მე-5 სართულზე ხანძარი გაჩნდა, თუმცა, არავინ დაშავებულა.