- ივნისი 08, 2026
რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს, არიან დაჭრილები
- იანვარი 03, 2023
- , პოლიტიკა
რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქ დრუჟკოვკაზე ორი სარაკეტო იერიში მიიტანეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილეზე, კირილ ტიმოშენკოზე დაყრდნობით ავრცელებს. მისივე თქმით, ამ დროისთვის ცნობილია 2 დაჭრილის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, ერთი რაკეტა თავად ქალაქში, ერთი კი სოფელ იაკოვლევკაში ჩამოვარდა. ამასთან, კრამატორსკის საქალაქო საბჭოს ცნობით, ქალაქზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. ამ დროისთვის მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.