შაბათი, ივლისი 18, 2026

რუსული სკოლა ბათუმში _ საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო


რუსული სკოლა ბათუმში _ საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო

საგამოძიებო სამსახურმა უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას თავად საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. საქმე ეხება დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბათუმში რუსული სკოლა გაიხსნა. „2022 წლის 3 სექტემბერს, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, მყისიერად, დაიწყო გამოძიება ერთ-ერთი სასწავლო დაწესებულების მიერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 192-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, პერიოდულად მოხდება საზოგადოების ინფორმირება“, - წერს საგამოძიებო სამსახური.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია