შაბათი, ივლისი 18, 2026

რუსული კალკი, რომელიც პირველი მოსმენით მიღებულია არ/ვერ გაიწვევა _ ლევან ალაფიშვილი


რუსული კალკი, რომელიც პირველი მოსმენით მიღებულია არ/ვერ გაიწვევა _ ლევან ალაფიშვილი

იურისტი ლევან ალაფიშვილი პარლამენტის მიერ "ხალხის ძალის" ინიცირებული კანონპროექტის გაწვევას ეხმაურება. "რუსული კალკი, რომელიც პირველი მოსმენით მიღებულია არ/ვერ გაიწვევა განცხადებით. პარლამენტის რეგლამენტი არ იცნობს პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევას. მუხლი 101.3. ციტირებულია ქვემოთ. რა უნდა მოხდეს: ვენეციის კომისიიდან გამოიწვიონ ორივე კანონპროექტი"; რუსული კალკი სასწრაფოდ დააყენონ საკომიტეტო/პლენარულ კენჭისყრაზე და წინააღმდეგ მისცენ ხმა, ჩააგდონ. აი ეს იქნება რეალური უარი რუსულ კალკზე და საჭირო არ არის შეხვედრა-განხილვები. სხვა შემთხვევაში ა!რჩეულები იგებენ დროს, გადააგორებენ პროტესტს და ზაფხულის პირს საბოლოოდ მიიღებენ #ამხილე #საქართველოევროპაა #ივნისისთაობა კანონპროექტის ინიციატორს უფლება აქვს, სათანადო მოტივირებით გამოითხოვოს კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიღებამდე._ წერს ლევან ალაფიშვილი.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია