შაბათი, ივლისი 18, 2026

რუსთავის ქარხანაში მამაკაცი გარდაიცვალა


რუსთავის ქარხანაში მამაკაცი გარდაიცვალა

რუსთავში, ქარხანა “რუსელოისში" ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, სილიკონ-მარგანეცის ქარხანის თანამშრომელს, 44 წლის მამაკაცს, ფოლადსადნობი საამქროს წყლის გამაგრილებელ რეზერვუართან მუშაობის დროს ფეხი დაუცდა და რეზერვუარში ჩავარდა. "რუსელოისის" თანამშრომელი ადგილზე გარდაიცვალა. რეზერვუარიდან ცხედრის ამოღება მაშველებმა 1 საათიანი მუშაობის შემდეგ შეძლეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 170-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს შრომის დაცვის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. წყარო: inforustavi



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია