- ივნისი 08, 2026
რუსთაველის გამზირზე აქციის 2 მონაწილე დააკავეს
- აპრილი 20, 2025
- , პოლიტიკა
რამდენიმე წუთის წინ, რუსთაველის გამზირზე აქციის 2 მონაწილე დააკავეს. "2 ადამიანი დააკავეს რუსთაველზე" - წერს ჯგუფ "დაიტოვეს" დამფუძნებელი, ნენსი ვოლანდი. მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული, გიორგი ორთოიძეა, რომელიც: "პოლიციელებს ეუბნებოდა, ქრისტე აღსდგაო და დააკავეს". "დააკავეს გიორგი ორთოიძე!!!!" - დაწერა ჯგუფში "დაიტოვე" თაკო ნიგურიანმა. არსებული ინფორმაციით, მეორე დაკავებულია გიორგი სამხარაძე. ამ დროისთვის დეტალები უცნობია.