შაბათი, ივლისი 18, 2026

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონში ღვთისმშობლის შობის ტაძარი დაბომბეს


რუსმა ოკუპანტებმა ხერსონში ღვთისმშობლის შობის ტაძარი დაბომბეს

11 აპრილის ღამეს რუსეთის არმიამ ხერსონის ეკლესია დაბომბა. ამის შესახებ ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაცია იტყობინება . "აღდგომის წინა დღეს რუსეთის არმიამ დაბომბა ხერსონის ეკლესია. ღამით, რუსეთის არტილერიამ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ტაძარს თავს დაესხა ", - ნათქვამია შეტყობინებაში. დაბომბვის შედეგად ჩამსხვრეულია მინები, დაზიანებულია სახურავი და კედლები. OVA-ს ცნობით, მშვიდობიანი მოსახლეობა არ დაშავებულა. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია