- ივნისი 08, 2026
რუსეთში სამხედრო ქარხანაში აფეთქება მოხდა _ დაიღუპა სამი ადამიანი
- აგვისტო 06, 2024
- , პოლიტიკა
რუსეთში, ბაშკირეთის ქალაქ სტერლიტამაკში აფეთქება მოხდა ქარხანა "ავანგარდში", რის შედეგადაც სამი ადამიანი დაირუპა. ინფორმაციას მედია "როსტეხიაზე" (რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია) მითითებით ავრცელებს, რომელიც ქარხნის მფლობელია. მედია წერს, რომ აფეთქება სახელოსნოში მოხდა, სადაც "როსტეხის" თანამშრომლები ძველი მილსადენის დემონტაჟს ახორციელებდნენ, არსებული ინფორმაციით, მუშების მთელი გუნდი დაიღუპა. ბაშკირეთის საგამოძიებო კომიტეტის დეპარტამენტმა განმარტა, რომ მუშებმა მიიღეს თერმული დამწვრობა, რის შედეგადაც ადგილზევე დაიღუპნენ. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.