შაბათი, ივლისი 18, 2026

რუსეთში, ბელგოროდზე დრონების თავდასხმის გამო ენერგეტიკული ობირქტებს ცეცხლი გაუჩნდა – გლადკოვი


რუსეთში, ბელგოროდზე დრონების თავდასხმის გამო ენერგეტიკული ობირქტებს ცეცხლი გაუჩნდა – გლადკოვი

რუსეთში, ბელგოროდის რაიონში ერთ-ერთ ენერგეტიკულ ობიექტს ცეცხლი გაუჩნდა, _ განაცხადა უკრაინის მოსაზღვრე ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა. რა ობიექტზე იყო საუბარი, მან არ დააკონკრეტა. მისივე თქმით, ცეცხლი სავარაუდოდ დრონიდან ჩამოგდებული ასაფეთქებელი მოწყობილობის გამო გაჩნდა. გლადკოვის თქმით, არავინ დაშავებულა, აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება არ შეუწყვეტიათ. "ბელგოროდის რაიონში ერთ-ერთ ენერგეტიკულ ობიექტს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის წინასწარი მიზეზი იყო დრონიდან ჩამოგდებული ასაფეთქებელი მოწყობილობა. მსხვერპლი არ ყოფილა, ელექტროენერგიის გათიშვა არ ყოფილა", - თქვა გუბერნატორმა. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია