შაბათი, ივლისი 18, 2026

რუსეთმა უკრაინასთან ომში სამხედროებს შორის მსხვერპლის არსებობა პირველად აღიარა


რუსეთმა უკრაინასთან ომში სამხედროებს შორის მსხვერპლის არსებობა პირველად აღიარა

უკრაინაში ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს რუსეთმა თავის სამხედროებს შორის მსხვერპლის არსებობა პირველად აღიარა. ამის შესახებ BBC რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს. როგორც ტელეკომპანია წერს, უწყებაში დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობას არ აზუსტებენ, თუმცა დანაკარგს ადასტურებენ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში რუსეთის სამხედროებს შორის არიან მოკლულები და დაჭრილები. რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაკარგი გაცილებით მცირეა, ვიდრე განადგურებული ნაციონალისტების რაოდენობა“ - აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. ცნობისთვის, უკრაინის მთავრობის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 4 300 რუსი ჯარისკაცის მოკლეს. [sexy_author_bio]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია