- ივნისი 08, 2026
რუსეთმა უკრაინაში სამხედრო ობიექტზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა
- ივნისი 25, 2022
- , პოლიტიკა
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში, ლვივის რეგიონში, სამხედრო ობიექტზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა. „დაახლოებით დილის 04:00 საათზე იავორივის რაიონში მდებარე სამხედრო ობიექტს სარაკეტო დარტყმა მიაყენეს. წინასწარი მონაცემებით, დასავლეთის საჰაერო ძალების სარდლობამ ორი რაკეტა ჩამოაგდო. სამწუხაროდ, ოთხი რაკეტა მოხვდა მიზანს“, - განუცხადა კოზიცკიიმ. მისი თქმით, მტრის რაკეტები შავი ზღვიდან იქნა გაშვებული. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. მათგან სამმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო; ერთი საშუალო მძიმე მდგომარეობაშია. ყველა დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.