- ივნისი 08, 2026
რუსეთმა შვედეთის საჰაერო სივრცე დაარღვია
- ივნისი 16, 2024
- , პოლიტიკა
EURONEWS- ის ინფორმაციით, შვედეთი აცხადებს, რომ რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა დაარღვია მისი საჰაერო სივრცე. მაუწყებლის ინფორმაციით, შვედეთის საჰაერო ძალების მეთაურმა შაბათს გამოაქვეყნა განცხადება, რომ რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა პარასკევს შვედეთის საჰაერო სივრცე დაარღვია გოთლანდის აღმოსავლეთით. ცნობისთვის, მარტში შვედეთი ოფიციალურად შეუერთდა ნატოს, როგორც ტრანსატლანტიკური სამხედრო ალიანსის 32-ე წევრი.