შაბათი, ივლისი 18, 2026

რუსეთმა რუმინელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა


რუსეთმა რუმინელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

რუსეთმა რუმინეთის საელჩოს დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. შესაბამისი გადაწყვეტილება რუმინეთის ელჩს რუსეთში, კრისტიან ისტრატეს გადასცეს. „ეს ღონისძიება არის პასუხი რუმინული მხარის მანამდე არამოტივირებულ გადაწყვეტილებაზე ბუქარესტში რუსეთის საელჩოს დიპლომატის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შესახებ“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ცნობისთვის, რუსი დიპლომატი რუმინეთიდან 24 მაისს გააძევეს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია