შაბათი, ივლისი 18, 2026

რუსეთის მიერ კონტროლირებადი დონეცკის რეგიონში საწვავის საცავი იწვის


რუსეთის მიერ კონტროლირებადი დონეცკის რეგიონში საწვავის საცავი იწვის

დონეცკის აღმოსავლეთ ნაწილში საწვავის საცავი იწვის, რომელსაც რუსეთის მხარდაჭერილი სეპარატისტები აკონტროლებენ - ამის შესახებ CNN წერს. როგორც ტელეკომპანია წერს, ადგილობრივმა ოფიციალურმა წარმომადგენელბმა განაცხადეს, რომ უკრაინელი სამხედროები, ღამით თავს დაესხნენ და ცეცხლი წაუკიდეს საწვავის საცავს. ხანძარი, კიროვსკის რაიონში მდებარე დეპოში გაჩნდა. დონეცკის სეპარატისტული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსეი კულემზინმა განაცხადა, რომ ოთხი სატრანსფორმატორო ქვესადგური დაზიანდა. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია