- ივნისი 08, 2026
რუსეთის გამო ფინეთი უარს იტყვის ევროვიზიაზე
- თებერვალი 25, 2022
- , პოლიტიკა
ფინეთმა, შვედეთის მსგავსად, უარი განაცხადა "ევროვიზია 2022"-ში მონაწილეობაზე, თუკი იქ რუსეთიც მიიღებს მონაწილეობას. "ჩვენ ვერ მივიღებთ მონაწილეობას კონკურსში, სადაც რუსეთი, რომელიც ღიად ესხმის თავს ფასეულობებს, გამოიყენებს ამ ბრენდს (ევროვიზიას) საკუთარი ინტერესების გასავითარებლად", _ აცხადებს ფინეთის ტელერადიომაუწყებლობის კორპორაცია. შეგახსენებთ, რომ "ევროვიზია 2022" იტალიის ქალაქ ტურინში ჩატარდება.