შაბათი, ივლისი 18, 2026

რუსეთის დაქირავებული კერძო სამხედრო დაჯგუფება ,,ვაგნერი“ უკრაინაში ჩავიდა


რუსეთის დაქირავებული კერძო სამხედრო დაჯგუფება ,,ვაგნერი“ უკრაინაში ჩავიდა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთმა კერძო სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" მებრძოლები, აღმოშავლეთ უკრაინაში გადაისროლა. როგორც უწყებაში აცხადებენ, მოსალოდნელია, საბრძოლო ოპერაციებში სირიიდან და აფრიკიდან "ვაგნერის" 1 000-ზე მეტი დაქირავებული მებრძოლი ჩაერთოს, მათ შორის ორგანიზაციის ხელმძღვანელები. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო, ამის მიზეზად, რუსული არმიის მიერ განცდილ სერიოზულ დანაკარგებს ასახელებს. შეგახსენებთ, რომ დაჯგუფება "ვაგნერი" კრემლთან პირდაპირაა დაკავშირებული. მის დაქირავებულ მებრძოლებს ვლადიმერ პუტინის პირად არმიასაც უწოდებენ, რადგან ისინი იბრძვიან ყველაზე ბინძურ ომებში და კლავენ იქ, სადაც კრემლი რუსული არმიის შეყვანას ვერ ახერხებს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია