შაბათი, ივლისი 18, 2026

რუსეთი ხარკოვს თავს დაესხა – არიან დაღუპულები და დაშავებულები


რუსეთი ხარკოვს თავს დაესხა – არიან დაღუპულები და დაშავებულები

BBC- ის ინფორმაციით, უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვზე რუსეთმა დრონებით ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 17 ადამიანი დაშავდა. მერის, იჰორ ტერეხოვის თქმით, რუსეთმა ღამით 48 დრონი, ასევე ორი რაკეტა და ოთხი ბომბი გაუშვა. „დიდი ზიანი გვაქვს“,_ ამბობს ის და დასძენს, რომ სამი მაღალსართულიანი საცხოვრებელი შენობა დაზიანდა. გავრცელდა კადრები, სადაც ერთ-ერთი ასეთი შენობის რამდენიმე სართულია ასახული. წინა ღამეს, როდესაც რუსეთმა ქვეყანას 400-ზე მეტი დრონით და თითქმის 40 რაკეტით შეუტია, უკრაინაში ექვსი ადამიანი დაიღუპა და 80 დაშავდა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია