შაბათი, ივლისი 18, 2026

რუსეთი თვითმარქვია რესპუბლიკების აღიარების გადაწყვეტილებას მიიღებს


რუსეთი თვითმარქვია რესპუბლიკების აღიარების გადაწყვეტილებას მიიღებს

ამ წუთებში რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გახსნა. მისი თქმით, დონეცკისა და ლუგანსკის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში მძიმე მდგომაროებაა და რუსეთმა სასწარაფოდ უნდა მიიღოს ზომები მათ დასახმარებლად, მით უმეტეს მაშინ, როცა ამ რესპუბლიკის მეთაურები ითხოვენ რუსეთისგან, აღიარონ მათი დამოუკიდებლობა. მან განაცხადა რომ საბჭოს წევრებთან ამ თემაზე არანაირი წინასწარი საუბარი არ ჰქონია და მოუწოდა დამსწრეებს, გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრებები. ყველა გამომსვლელი ერთსულოვანი იყო _ ახლა აუცილებელი რუსეთმა სასწრაფოდ აღიაროს დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკები. სხდომაზე იყო მოწოდებები, რომ "არ შეუშინდნენ დასავლეთის მუქარას სანქციების დაწესების შესახებ და დაიცვან უკრაინის ტერიტორიაზე მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები".



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია