შაბათი, ივლისი 18, 2026

რუსეთი ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებით სამხედრო წვრთნებს იწყებს


რუსეთი ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებით სამხედრო წვრთნებს იწყებს

მოსკოვი გეგმავს სამხედრო წვრთნების ჩატარებას ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებით. ამის შესახებ განცხადება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გააკეთა. "წვრთნები არის პასუხი პროვოკაციულ განცხადებებსა და ზოგიერთი დასავლელი ოფიციალური პირების რუსეთის ფედერაციის მიმართ მუქარაზე", - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო სწავლება მიზნად ისახავს არასტრატეგიული ბირთვული ძალების მზადყოფნის გაზრდას საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად და ჩატარდება პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებით. მანევრებში რუსეთის საჰაერო და საზღვაო ძალებთან ერთად სამხრეთ სამხედრო ოლქის სარაკეტო ქვედანაყოფების ჩართვა იგეგმება.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია