შაბათი, ივლისი 18, 2026

რუსეთი ფინეთის ნატოში გაწევრიანების გამო იმუქრება


რუსეთი ფინეთის ნატოში გაწევრიანების გამო იმუქრება

იმ შემთხვევაში თუ ფინეთი ნატოში გაწევრიანდება რუსეთი საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს,_ ამის შესახებ კრემლში განაცხადეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ნაბიჯი სერიოზულად დააზარალებს ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ჩრდილოეთ ევროპაში. „რუსეთი იძულებული იქნება, გადადგას საპასუხო ნაბიჯები, როგორც სამხედრო-ტექნიკური, ასევე სხვა ხასიათის, რათა გაანეიტრალოს მის ეროვნულ უსაფრთხოებაზე არსებული საფრთხეები". თუმცა მოსკოვი არ აკონკრეტებს რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია