შაბათი, ივლისი 18, 2026

რუსეთი აღარასდროს იქნება სუბიექტი, რომელიც ვინმეს რამეს უკარნახებს – ზელენსკი


რუსეთი აღარასდროს იქნება სუბიექტი, რომელიც ვინმეს რამეს უკარნახებს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა მორიგი ვიდეო მიმართვა გაავრცელა. "ზუსტად რვა თვე გავიდა სრულმასშტაბიანი ომიდან. რას მივაღწიეთ? ნაბიჯ-ნაბიჯ ვათავისუფლებთ უკრაინულ ტერიტორიას. რუსეთი აღარასდროს იქნება სუბიექტი, რომელიც ვინმეს რამეს უკარნახებს. მას პოტენციალი აღარ გააჩნია ამისთვის. იყო გაზის მხრივ გავლენა – აღარაა, იყო სამხედრო გავლენა – აორთქლდა. იყო პოლიტიკური წონა – ახლა მზარდი იზოლაციაა. იყო იდეოლოგიური ამბიციები – ახლა მხოლოდ ზიზღია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ყირიმის პლატფორმის საპარლამენტო სამიტი იქნება, სადაც ათობით პარტნიორი სახელმწიფო, ასობით პოლიტიკოსი და საზოგადო ფიგურა იქნება წარმოდგენილი. ეს კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება ყირიმის დე-ოკუპაციის მომზადებაში," - აცხადებს ზელენსკი.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია