- ივნისი 08, 2026
რუსებმა ხერსონს 90-ჯერ შეუტიეს – 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
- მაისი 18, 2023
- , პოლიტიკა
რუსეთის ჯარებმა ხერსონის მიმართულებით 90-ჯერ შეუტიეს და 529 ჭურვი ისროლეს, _ შესაბამისი განცხადება ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრ პროკუდინმა Telegram-ზე გააკეთა. პროკუდინის განცხადენით, რუსმა ოკუპანტებმა გამოიყენეს მძიმე არტილერია, გრადის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები (MLRS), ტანკები, უპილოტო საფრენი აპარატები (UAV) და თვითმფრინავები. თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი, 8 ადამიანი კი დაშავებულია. იმავდროულად, ხერსონის რეგიონის დეოკუპირებული ტერიტორიებიდან გასული დღის განმავლობაში კიდევ 147 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.