- ივნისი 08, 2026
რუსებმა უკრაინას დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები, მათ შორის ბავშვები
- მაისი 04, 2025
- , პოლიტიკა
რუსულმა ძალებმა წუხელ უკრაინის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით მასიური თავდასხმა განახორციელეს, არიან დაშავებულები, მათ შორის ბავშვები, - ინფორმაციას უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად კიევში ნგრევა და ხანძარი სამ რაიონში მოხდა: ობოლონსკის, სვიატოშინსკის და შევჩენკოვსკის რაიონებში. დაშავდა 11 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ელექტროგადამცემი ბოძები და ხაზები, გზის საფარი, ავტომობილები. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის ყველა ხანძარი ლიკვიდირებულია, მაშველები კი თავდასხმის შედეგების აღმოფხვრას აგრძელებენ.