- ივნისი 08, 2026
რუსების იერიში კიევზე _ არის მსხვერპლი
- ივნისი 24, 2023
- , პოლიტიკა
კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი პოპკო აცხადებს, რომ 24 ივნისის ღამეს ჩამოგდებული საჰაერო სამიზნეების ნამსხვრევებმა კიევის სოლომენსკის რაიონში 25-სართულიანი შენობა დააზიანეს. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი ამბობს, რომ დაიღუპა 3 ადამიანი, დაშავდა 8. ადმინისტრაციის ცნობით, 24 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, მათ შორის 3 ნანგრევებიდან ამოიყვანეს, ერთი კი ლიფტიდან. 24 ივნისის ღამეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა კიევის გარშემო საჰაერო სივრცეში 20-ზე მეტი რუსული რაკეტა ჩამოაგდეს.