შაბათი, ივლისი 18, 2026

„როზა რუსთაველი“


„როზა რუსთაველი“

ამ სახალისო შემთხვევას ბატონი მერაბ თავაძე ხშირად იგონებდა. „იზა გიგოშვილის საღამო იმართებოდა მოსკოვში. მე, იზამ და გიამ წინა ღამით გადავწყვიტეთ რესტორან „პეკინში“ შესვლა სავახშმოდ. რესტორნის შესასვლელთან მოსკოველი უსახლკაროები შემწეობას ითხოვდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა, ჩვენი ქართული საუბარი რომ გაიგონა, მოგვიახლოვდა და მოგვმართა: „ზემლიაკი, ნე პომოჟეტე?“ გია მიუბრუნდა და ჰკითხა: „კაკოი ტი მნე ზემლიაკ?“ უსახლკარომ ხმას აუმაღლა: „კაკ, კაცო, უ მენია ჟენა გრუზინკა“. გია დაფიქრდა და ისევ ჰკითხა: „კაკ ზავუტ?“ ბომჟმა ამაყად უპასუხა: როზა. გია ჩაეძია: „კაკ ფამილია?“ ბომჟი დაფიქრდა და კარგა ხნის ფიქრის შემდეგ უპასუხა: რუსთაველი. გიას გაეცინა, ამოიღო ჯიბიდან სამი მანეთი, მისცა და რუსულად უთხრა, თუ რუსთაველია, მაშინ მეტიც გეკუთვნის, მაგრამ რას ვიზამთ, ჩვენც გვიჭირს და იმედია, რუსთაველი გაგვიგებსო“. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია