- ივნისი 08, 2026
რომელი საარჩევნო სუბიექტები მიიღებენ მონაწილეობას მე-2 ტურში – ცესკომ პირველი ტურის შედეგები საბოლოოდ შეაჯამა
- ოქტომბერი 16, 2021
- , პოლიტიკა
არჩევნების პირველი ტურის შედეგები ცესკომ დღეს საბოლოოდ შეაჯამა. "მაჟორიტარული სისტემით ჩასატარებელ მე-2 ტურში გადავიდნენ შემდეგი საარჩევნო სუბიექტები: ვადამდელი არჩევნები: "ერთიანი საქართველო -დემოკრატიული მოძრაობა", "ნაციონალური მოძრაობა", "ლელო", "ევროპელი სოციალისტები", "გახარია - საქართველოსთვის", "თავისუფალი საქართველო", "თამაზ მეჭიაური - "ერთიანი საქართველოსთვის", "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", "გირჩი - მეტი თავისუფლება" და ერთი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი კანდიდატი. მერის არჩევნების მე-2 ტურში, კანდიდატების წარდგენის უფლება აქვთ შემდეგ საარჩევნო სუბიექტებს: "ნაციონალური მოძრაობა", გახარია - "საქართველოსთვის", თამაზ მეჭიაური - "ერთიანი საქართველოსთვის", "ქართული ოცნება" და ერთი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი კანდიდატი,"- აცხადებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერი ნათია იოსელიანი. მონაცემებში გათვალისწინებულია ცვლილებები, რომელიც გასაჩივრებული ოქმების განხილვამ ან ხელახალმა გადათვლამ გამოიწვია.