კვირა, ივლისი 19, 2026

რომელი მიმართულებით დაწესდა შეზღუდვები გზებზე _ საყურადღებო ინფორმაცია მძღოლებისთვის


რომელი მიმართულებით დაწესდა შეზღუდვები გზებზე _ საყურადღებო ინფორმაცია მძღოლებისთვის

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მე-2 ზვავდამცავი გვირაბის გავლით, ხოლო დანარჩენი ზვავდამცავი გვირაბების შემოვლით გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია