- ივნისი 08, 2026
რომელ დღეებში დაისვენებენ ბავშვები სკოლაში
- სექტემბერი 22, 2021
- , პოლიტიკა
ოფიციალურად, 2021 წელს სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს განახლდა და 15 ივნისს დამთავრდება. თუმცა, მე-12 კლასი 20 მაისს, პირველი კლასი კი - 27 მაისს დასრულებს სწავლას. 2021-2022 სასწავლო წლისთვის მოსწავლეები დაისვენებენ შემდეგ დღეებში: 14 ოქტომბერი - სვეტიცხოვლობა 23 ნოემბერი - გიორგობა 7 იანვარი - შობა 19 იანვარი - ნათლისღება 3 მარტი - დედის დღე 8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე 9 აპრილი - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე. 9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე 12 მაისი - ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე. 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ზამთრის არდდეგები 30 დეკემბერს დაიწყება და 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. საგაზაფხულო არდადეგები კი 8 მარტიდან დაიწყება და 14 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. ოფიციალურად, სააღდგომო დღეებში დასვენებაა: დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა, მიცვალებულთა მოხსენიების დღე (აღდგომის შემდეგი ორშაბათი). აღდგომა 24 აპრილსაა, შესაბამისად, მოსწავლეები 22 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით დაისვენებენ. წყარო: mshoblebi.ge