- ივნისი 08, 2026
როლანდ შავაძემ მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ დატოვა
- მარტი 09, 2025
- , პოლიტიკა
„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, როლანდ შავაძემ მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ დატოვა. ”ამ ეტაპზე “ლელოსთან” ერთად გავაგრძელებ პოლიტიკურ საქმიანობას” – განაცხადა "აჭარა თაიმსთან" საუბარში როლანდ შავაძემ. პარტია „ლელოს“ პრესსამსახურში დაადასტურეს, რომ როლანდ შავაძე მათ გუნდს შეუერთდა. ინფორმაციისთვის: როლანდ შავაძე 2024 წლის აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ პარტიული სიის მესამე ნომერი იყო.