- ივნისი 08, 2026
როგორია საინვესტიციო პორტფელების მომგებიანობა
- თებერვალი 14, 2024
- , პოლიტიკა
საპენსიო სააგენტოს განცხადებით, 2024 წლის იანვარში გლობალური აქციების ბაზრების დინამიკა რეგიონებს შორის განსხვავებული იყო. გასული თვე განსაკუთრებით კარგი აღმოჩნდა აშშ-ს აქციების ბაზრისთვის, რომელიც 1.6% გაიზარდა. თუმცა, სხვა რეგიონების ბაზრებზე ფასების კლება დაფიქსირდა. "31 იანვრის მდგომარეობით გლობალური აქციების წილი ჯამურ საპენსიო აქტივებში 18.8% იყო. საპენსიო სააგენტოს აქციების პორტფელის 45.8% ჩრდილოეთ ამერიკაშია ინვესტირებული, 18.5% განვითარებული აზიის რეგიონში, ხოლო 17.6% ევროპაში. იანვრის თვის საინვესტიციო შედეგების მიმოხილვა: 31 იანვრის მდგომარეობით საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობამ 4.5 მილიარდ ლარს, ხოლო ჯამურმა დაგენერირებულმა ამონაგებმა 896.5 მლნ ლარს მიაღწია. 2024 წლის იანვარში საქართველოში ნულოვანი წლიური ინფლაცია დაფიქსირდა, ხოლო თვიურმა ინფლაციამ 0.3% შეადგინა, რის გამოც ეროვნულმა ბანკმა 31 იანვრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი 0.5% ით, 9.0%-მდე შეამცირა. დაბალი ინფლაცია და კლებადი საპროცენტო განაკვეთები დადებით გავლენას ახდენს საპენსიო სააგენტოს ფიქსირებული შემოსავლიანობის მქონე აქტივების რეალურ ამონაგებზე. ჯამურმა რეალურმა ამონაგებმა დასაწყისიდან დღემდე 14.8% შეადგინა. პორტფელების მიხედვით იანვრის თვის მდგომარეობით დასწყისიდან დღემდე ჯამური რეალური ამონაგები შემდეგნაირად გამოიყურება: • კონსერვატიული პორტფელი: 14.77% • დაბალანსებული პორტფელი: 3.93% • დინამიკური პორტფელი: 4.10% პორტფელების მიხედვით იანვრის თვის ამონაგები შემდეგნაირად გამოიყურება: • კონსერვატიული პორტფელი: ნომინალური ამონაგები 0.61%-ია, ხოლო რეალური ამონაგები (ინფლაციის გათვალისწინებით) 0.29% • დაბალანსებული პორტფელი: ნომინალური ამონაგები 0.98%, ხოლო რეალური ამონაგები (ინფლაციის გათვალისწინებით) 0.65% • დინამიკური პორტფელი: ნომინალური ამონაგები 1.01%, ხოლო რეალური ამონაგები (ინფლაციის გათვალისწინებით) 0.68%",_ ამბობენ საპენსიო სააგენტოში.