- ივნისი 08, 2026
როგორია რუსი აგრესორების დანაკარგი უკრაინაში
- აპრილი 16, 2022
- , პოლიტიკა
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 16 აპრილამდე პერიოდს. რუსი აგრესორების სამხედრო დანაკარგი შემდეგია: ჯარისკაცი - დაახლოებით 20 100; ტანკი - 762; ჯავშანტექნიკა - 1 982; საარტილერიო სისტემა - 371; სარაკეტო სისტემა - 125; საზენიტო საბრძოლო სისტემა - 66; თვითმფრინავები - 163; ვერტმფრენი - 145; სამხედრო საავტომობილო ტექნიკა - 1 458; გემი/ნავი/კატარღა - 8; საწვავის რეზერვუარი - 76; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 138; სპეციალური აღჭურვილობა - 26; გამშვები OTRK / TRK / მობილური SRBM სისტემა - 4.