- ივნისი 08, 2026
როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა
- ნოემბერი 18, 2021
- , პოლიტიკა
მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახლა გლდანის ციხის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. "პაციენტი არის სტაბილურ მგომარეობაში. ჰემოდინამიკა, ოქსიგენაციის მაჩვენებლები, სუნთქვის პარამეტრები - არის ნორმის ფარგლებში. მცირე, რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად მისი მდგომარეობა დასტაბილურდა. პაციენტს უტარდება კიდევ კვლევები და მერე უფრო დეტალურად გეტყვით. მცირეხნიანი გონების კარგვა იყო. რეანიმაციაში წევს ახლა. კონტაქტურია. კონსულტაციისთვის ვიყავი მოსული - შემთხვევით მოვხვდი აქ. პაციენტთან მორიგეობს რეანიმაციული ბრიგადა", - განაცხადა რეანიმატოლოგმა.