შაბათი, ივლისი 18, 2026

როგორია გურიაში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი


როგორია გურიაში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანის ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ "გურია ნიუსს" განუცხადა, რომ გურიაში ხვალ დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს, თუმცა 9 თებერვლიდან ისევ თოვაა მოსალოდნელი. "გურიაში ხვალ დილამდე, შესაძლოა, შენარჩუნდეს თოვა. დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს და უნალექო ამინდი იქნება 9 თებერვლის პირველ ნახევრამდე. შესაბამისად, ტემპერატურა 8-9 თებერვალს მოიმატებს +10-12 გრადუსამდე. 9 თებერვლის დღის ბოლოდან ისევ თოვაა მოსალოდნელი. ტემპერატურა დაიწევს +5-7 გრადუსამდე. 9-10-11 თებერვალს ითოვებს ინტენსიურად. გამოდარება მოსალოდნელია 11-13 თებერვალს",_ ამბობს გვაზავა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია