- ივნისი 08, 2026
როგორია ეპიდვითარება ჩოხატაურში
- ივლისი 05, 2021
- , პოლიტიკა
ჩოხატაურში ეპიდვითარება გაუმჯობესებულია. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო ჯიბუტმა განუცხადა. „მთელი კვირის განმავლობაში ინფიცირების 2 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვალება არ ყოფილა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი იმატებს, ინფიცირებულების იკლებს“,_ გვითხრა ჯიბუტმა. ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, სულ დაფიქსირებული იყო კორონავირუსის 1373 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 1345 ადამიანი, გარდაცვლილია 18. აქტიური რჩება ინფიცირების 10 შეთხვევა.