შაბათი, ივლისი 18, 2026

როგორია ეპიდვითარება ჩოხატაურში


როგორია ეპიდვითარება ჩოხატაურში

ჩოხატაურში გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 36 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო ჯიბუტმა განუცხადა. ჯიბუტის ინფორმაციით, ინფიცირების ახალი შემთხვევების უმეტესობა ძირითადად ხევის, ნაბეღლავის, ბჟოლიეთის, ამაღლების მიმართულებით არის გამოვლენილი. ამ დროის მონაცემებით, ჩოხატაურში სულ დაფიქსირებულია კორონავირუსის 4913 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 4710 პაციენტი, გარდაცვლილია 60. აქტიურია ინფიცირების 143 შემთხვევა, საიდანაც 42 პაციენტი კლინიკაში მკურნალობს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია