შაბათი, ივლისი 18, 2026

როგორია ეპიდმდგომარეობა გურიასა და სხვა რეგიონებში


როგორია ეპიდმდგომარეობა გურიასა და სხვა რეგიონებში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 010 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 366 078-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 603 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 351 747-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 19 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 316 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 010 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 677 შემთხვევა, აჭარა - 58, იმერეთი - 83, ქვემო ქართლი - 65, შიდა ქართლი - 23, გურია - 2, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 31, კახეთი - 49, მცხეთა-მთიანეთი - 10, სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 989 საიდანაც: 2 669 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 515, აჭარაში - 153, იმერეთში - 311. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 586 პირი, მათ შორის, თბილისში - 293, აჭარაში - 39, იმერეთში -129. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 158 პირი, მათგან თბილისში - 108, აჭარაში - 7, იმერეთში - 11. 561 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 366 - თბილისში, 182- აჭარაში. 5 759 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 54 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 50, ხოლო აჭარაში - 4. სულ 6 ოქტომბრიდან - 30 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 899 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 743 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 291, პირი, აჭარაში - 597, იმერეთში - 779.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია