- ივნისი 08, 2026
როგორია ეპიდმდგომარეობა ჩოხატაურში
- სექტემბერი 10, 2021
- , პოლიტიკა
ჩოხატაურში კოვიდინფიცირების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო ჯიბუტმა განუცხადა. „არის ინფიცირების ოჯახური შემთხვევები, სხვადასხვა კლასტერები და ა.შ. საერთო ჯამში უკეთესი მდგომარეობაა“,_ გვითხრა ჯიბუტმა. ჯიბუტის თქმით, ამ დროისთვის ჩოხატაურში 187 აქტიური შემთხვევაა. ინფიცირებული პაცინტებიდან ჩოხატაურის კლინიკაში 37, მუნიციპალიტეტის გარეთ კი 9 პაციენტი მკურნალობს. რაც შეეხება პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჯიბუტი გვპასუხობს: „კლინიკაში მოთავსებული ადამიანები თითქმის ყველა საშუალო სიმძიმისაა. მსუბუქ მდგომარეობაში მყოფი პაციენტები მკურნალობას ბინაზე გადიან“. [sexy_author_bio]