შაბათი, ივლისი 18, 2026

როგორია ბახმაროში ჩატარებული კოვიდტესტების შედეგები


როგორია ბახმაროში ჩატარებული კოვიდტესტების შედეგები

ბახმაროში გუშინ 200 კოვიდტესტი ჩატარდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს. ჩატარებული ტესტებიდან ინფიცირების 2 შემთხვევა დაფიქსირდა. „ერთ-ერთი კვების ობიექტის წინ ჩაუტარეს ტესტი და აღმოჩნდა დადებითი. გაბრუნდნენ უკან“,_ გვითხრეს ჯანდაცვის ცენტრში. როგორც ცნობილია, ისინი დასასვენებლად ბახმაროში თბილისიდან გუშინ ჩავიდნენ, მაგრამ კურორტის ტერიტორიაზე არ შესულან. ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ ტესტირება შეიძლება რამდენიმე დღეში ისევ გაიმეორონ. ამ დროისთვის, ბახმაროში კორონავირუსის 2 შემთხვევაა დაფიქსირებული. ოჯახი იზოლაციაში იმყოფება და მათ გამოჯანმრთელებამდე რამდენიმე დღე რჩება.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია