- ივნისი 08, 2026
როგორი დასვენება იქნებოდა თქვენთვის იდეალური
- მაისი 16, 2023
- , პოლიტიკა
თხის რქისთვის იდეალური შვებულება - ეს არის ადგილი, სადაც ის ფულს რაიმე სასარგებლოში დახარჯავს. რაც მის გულს და გონებას მოუტანს სარგებლობას და არა სხეულს. სწორედ ამიტომ, თხის რქა მომავალი წლის შვებულებასაც ერთი წლით ადრე, შვებულების პერიოდში გეგმავს. იდეალური შვებულება მერწყულისთვის, ეს არის აზრიანი დასვენება. „აზრი“ ყოველთვის გასაიდუმლოებულია, რომლის გაშიფრა მხოლოდ მან იცის. მისი მიღწევა თავისუფლად შეუძლია, ახსნა კი არა. მას კატეგორიულად არ სურს მარტოობაში დაისვენოს. მას გვერდით ახლობელი ადამიანი სჭირდება. იდეალური შვებულება თევზისთვის არის დასვენება, რომლის ორგანიზებასაც სხვა გააკეთებს. მას კომფორტი სჭირდება, რომლის გაგებაც თევზებს თავისებური აქვთ. ვერძის შვებულება სხვა ადამიანების შვებულებაზე ოდნავ უკეთესი მაინც უნდა იყოს. ის უპირატესობას ანიჭებს ყველაზე მოდურ კურორტებს, ძვირფას სასტუმროებს. კუროს იდეალური დასვენებისთვის საჭიროა ყველაფერი ერთად. მას სურს მზე, ზღვა, შოპინგი, გამაჯანსაღებელი პროცედურები, ბარები და ა.შ. ის ვერ იტანს, როდესაც მინიმალური ბიუჯეტი წინასწარ უნდა გათვალოს. ტყუპისთვის აუცილებელია, დასვენების პერიოდში ახალი ნაცნობობა. ისეთი ადგილების მონახულება, სადაც აქამდე არ ყოფილა. კირჩხიბი უპირატესობას ანიჭებს სამშობლოში დასვენებას, ოჯახთან ერთად. ის აგარაკზე მიემგზავრება. მას არ უყვარს უცხო გარემოსთან შეგუება. ურჩევნია, რომ გარშემო ყველაფერი ნაცნობი იყოს. იდეალური დასვენება ლომისთვის, არის ისეთი ადგილი, სადაც 4 ჩემოდნით წაღებულ მოდურ ტანისამოსს გამოიყენებს. მას ნორმალური პუბლიკა სჭირდება, რომ იბრწყინოს. იდეალური შვებულება ქალწულისთვის არის შვებულება, რომლის შემდეგ მეორე შვებულებასაც მისცემენ. ეს იმიტომ, რომ მან საფუძვლიანად დაისვენოს. ის წინასწარ ეცნობა სასტუმროებს და ადგილებს, სადაც გამგზავრებას აპირებს. მას სიმშვიდე სჭირდება. სასწორისთვის ნებისმიერი შვებულება იდეალურია. მათ ყველაზე ხშირად სჭირდებათ დასვენება, რადგან ძალიან მგრძნობიარეები არიან. ის ყველგან შექმნის კომფორტს: სოფელში, ბებიასთან, კურორტზე, მთაში, ზღვაზე... მორიელისთვის გარემოს შეცვლაზე მნიშვნელოვანი თავისი მდგომარეობის შეცვლაა. მისთვის მთავარია, რომ დასვენების პერიოდში არც ერთი ნაცნობი არ შეხვდეს. მშვილდოსანი მისთვის იდეალური დასვენება მარტო მოგზაურობა იქნებოდა, მაგრამ მშვილდოსნის გარშემო ყოველთვის იკრიბება უცნაური ხალხი. მას აღმოჩენები უნდა! [simple-author-box]