- ივნისი 08, 2026
როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში
- აგვისტო 17, 2021
- , პოლიტიკა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 - 19 აგვისტოს საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +28, +33 გრადუსია მოსალოდნელი. 20 აგვისტოს დასავლეთ საქართველოში გაწვიმდება და შედარებით აგრილდება. 21-22 აგვისტოს ზოგან გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა +24, +29 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში 20 აგვისტოს სითბოს ფონზე (+29, +34 გრდუსი) ზოგან იწვიმებს, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. 21-22 აგვისტოს მცირე წვიმა შესაძლებელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში. თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება.