შაბათი, ივლისი 18, 2026

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში


როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტო დღეს მოსალოდნელი ამინდის შესახებ განახლებულ ცნობებს აქვეყნებს. სააგენტოს ინფორმაციით, 22 სექტემბერს ქუთაისში მზიანი დღე და +28 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. ოზურგეთში წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში მზიანი ამინდი იქნება. დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. ფოთში იწვიმებს. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. იწვიმებს. მესტიაში წვიმა და +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში წვიმაა მოსალოდნელი, +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ჭიათურაში გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა. +26 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმას პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. გორში +29გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამის განმავლობაში +13 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. ნალექიანი დღეა მოსალოდნელი გუდაურში, დღისით +12 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება, იწვიმებს. ლაგოდეხში მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე და +31 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. რუსთავში დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში უნალექი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია