- ივნისი 08, 2026
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
- ივნისი 24, 2021
- , პოლიტიკა
გარემოს ეროვნული სააგენტო დღეს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ცნობებს აქვეყნებს. სინოპტიკოსთა ვარაუდით, 24 ივნისს ქუთაისში იწვიმებს.დღისით +29 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +20 გრადუსი იქნება. ოზურგეთში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +29 გრადუსი და უმეტესად მზიანი დღეს იქნება, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამე კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა. ფოთში მზიანი დღეა მოსალოდნელი, ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით წვიმა და +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +20 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +19 გრადუსი იქნება. იწვიმებს. მესტიაში დღისით +32 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღისით ჰაერი +35 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად მზიანი დღე იქნება ჭიათურაში, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +35 გრადუსი იქნება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში უმეტესად მზიანი დღე და +35 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +14 გრადუსამდე დაიწევს. +35 გრადუსია მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +14 გრადუსი დაფიქსირდება, იქროლებს ქარი. ბაკურიანში დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. გორში დღისით +36 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +16 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +35 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება, მოსალოდნელია ძლიერი ქარი. ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი გუდაურში, დღისით +21 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამე კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +38 გრადუსი იქნება, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +35 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსია მოსალოდნელი. გურჯაანში დღისით ჰაერი +37 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღეა მოსალოდნელი სიღნაღში, +34 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. რუსთავში მზიანი ამინდი იქნება. დღისით ჰაერი +37 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება, იქროლებს ძლიერი ქარი. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +37 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსი იქნება, იქროლებს ქარი.