შაბათი, ივლისი 18, 2026

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში


როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

დღეს მოსალოდნელი ამინდის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ახალ ინფორმაციას აქვეყნებს. სინოპტიკოსთა ვარაუდით, 15 ივლისს ქუთაისში უმეტესად მზიანი დღე და +34 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +33 გრადუსი იქნება, იწვიმებს, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს ბათუმშიც. დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +23 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ფოთშიც, სადაც დღისით ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +23 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმაა მოსალოდნელი ზუგდიდშიც. დღისით +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +30 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +22 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა. მესტიაში დღე უმეტესად მზიანი იქნება, დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსი იქნება. ამბროლაურში დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, დღე უმეტესად მზიანი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. ჭიათურაში უნალექო დღეა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +31 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმაა მოსალოდნელი ახალციხეში, სადაც დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსამდე დაიწევს. +27 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +13 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსი იქნება, იქროლებს ქარი. გორში უმეტესად მზიანი დღე და +29 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +15 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება ცხინვალშიც, დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. გუდაურში, დღისით +17 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება. იწვიმებს. უხვი ნალექია მოსალოდნელი ომალოში, სადაც დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება ლაგოდეხშიც. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში იწვიმებს, დღის განმავლობაში +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. გურჯაანში იწვიმებს. დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე და +26 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. რუსთავში დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება, მოსალოდნელია მცირე ნალექი. თბილისში დღის განმავლობაში წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია