შაბათი, ივლისი 18, 2026

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში


როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტო დღეს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. სინოპტიკოსთა ვარაუდით, 18 დეკემბერს ქუთაისში ღრუბლიანი ამინდი და +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ოზურგეთში წვიმა ელჭექით არის მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა ელჭექით. ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ფოთში. დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმაა მოსალოდნელი ზუგდიდშიც. დღისით +9 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +9 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. იწვიმებს. მესტიაში მოსალოდნელია ძლიერი ქარი და +2 გრადუსი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, +7 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ჭიათურაშიც წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაიწევს. იწვიმებს. +8 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +3 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლს პროგნოზირებენ ბაკურიანში, სადაც დღისით +0 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -3 გრადუსი იქნება. გორში ნალექიანი დღე და +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +3 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღეა ცხინვალშიც, სადაც დღისით ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი იქნება. გუდაურში თოვს. დღისით +2 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +1 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხში უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +11 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე და +14 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +4 გრადუსი იქნება. რუსთავში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა, დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია