შაბათი, ივლისი 18, 2026

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში გურიაში


როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში გურიაში

21 სექტემბრიდან 26 სექტემბრამდე დასავლეთ საქართველოში, მათ შორის გურიაშიც, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი. "იქნება ინტენსიური წვიმა, კვირას გამოიდარებს. 25-26 სექტემბერს ღამით ტემპერატურა მაღალმთიან რაიონში +3, +5 გრადუსის ფარგლებში იქნება, დღის ტემპერატურა +13, +14 გრადუსი დაფიქსირდება. შესაბამისად დაბლობ რაიონებში დღის მაქსიმალური ტემპერატურა +20, +22 გრადუსი იქნება, ღამით დაახლოებით +13, +15 გრადუსი. დროგამოშვებით გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. 26 სექტემბრიდან კი გამოიდარებს",_ განუცხადა "გურია ნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია