შაბათი, ივლისი 18, 2026

როგორი ამინდი იქნება საქართველოში? – პროგნოზი ქალაქების მიხედვით


როგორი ამინდი იქნება საქართველოში? – პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10 მაისს ქუთაისში დღისით +31 და ღამით +15 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ. ოზურგეთშიც მზიანი ამინდია. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15. ბათუმშიც მზიანი დღე იქნება. დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება. ფოთში უნალექო ამინდს ვარაუდობენ. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო დღეს იქნება ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +30, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში დღეს მზიანი ამინდია. +27 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება. მესტიაში კი მოსალოდნელია წვიმა. დღისით +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც წვიმა იქნება, ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება ჭიათურაში, დღისით +28 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში წვიმას ვარაუდობენ. დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება. ბორჯომშიც წვიმა იქნება. +26 იქნება დღისით, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. გორშიც წვიმიანი ამინდი იქნება. დღისით +28 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. გუდაურში წვიმა იქნება. დღის განმავლობაში +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება. ომალოშიც წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +18, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხში კი მზიან ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს თელავში, +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი. ნალექიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანში. დღისით +30 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში მზეა მოსალოდნელი, დღისით +27 გრადუსი იქნება, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება. რუსთავში კი წვიმს. დღისით +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია