- ივნისი 08, 2026
როგორი ამინდი იქნება საქართველოში _ განახლებული პროგნოზი რეგიონების მიხედვით
- აპრილი 28, 2025
- , პოლიტიკა
28 აპრილს ქუთაისში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +15 და ღამით +5 გრადუსი იქნება. წვიმიანი ამინდია ოზურგეთშიც, სადაც დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5. ბათუმში იწვიმებს, დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი ამინდია ფოთში. დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს ზუგდიდში, სადაც დღისით ტემპერატურა +15, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი. წვიმიანი დღეა დღეა სოხუმშიც. +13 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება. მესტიაშიც წვიმაა ნავარაუდევი, დღისით +9 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც იწვიმებს, ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +15 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება. ბორჯომშიც იწვიმებს, +13 იქნება დღისით, ღამით კი 4 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექს ელოდებიან გორშიც, დღისით +17 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. გუდაურშიც წვიმა იქნება, დღის განმავლობაში +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება. ომალოშიც წვიმიანი ამინდი იქნება, დღისით +8, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხშიც წვიმას ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება თელავშიც, +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი. წვიმას ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, დღისით 18 გრადუსი იქნება, ღამით 7 გრადუსი დაფიქსირდება. რუსთავშიც ნალექიანი დღეა. დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისშიც წვიმას ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსი იქნება.