- ივნისი 08, 2026
როგორი ამინდი იქნება მომდევნო 4 დღის განმავლობაში
- ივნისი 11, 2024
- , პოლიტიკა
მეტეოროლოგ კობა ფარტენაძის ინფორმაციით, მომდევნო 4 დღე ხასიათდება ძლიერი მეტეოროლოგიური დიქოტომიით ჩვენს ქვეყანაში. "თუ, ერთის მხრივ, ჩვენ ვიპოვით გამოხატული არასტაბილურობის კონტექსტს აღმოსავლეთ საქართველოში, მეორეს მხრივ, იქნება ნამდვილი ზაფხულის ამინდი მზითა და სიცხით დასავლეთში. უფრო კონკრეტულად: მიმდინარე კვირის სამუშაო დღეებში - აღმოსავლეთ საქართველოში მზიან დილასა და შუადღეს წვიმიანი საღამო შეცვლის, ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე სეტყვა და ელჭექი, დღის მაქსიმალური ტემპერატურა +31, +33 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოში - საპირისპირო სიტუაცია გვექნება, ძირითადად მოსალოდნელია მზიანი და ცხელი ამინდი, ტემპერატურა +33, +35 გრადუსამდე მოიმატებს. სანაპირო კურორტებზე - მზიანი დღეები გვექნება, ტემპერატურა +30, +32 გრადუსი. ზღვის წყლის ტემპერატურა უკვე უახლოვდება კომფორტულ ნიშნულს, ამჟამად წყლის ტემპერატურა 24 გრადუსია. მზის ულტრაიისფერი ინდექსიც მაღალი გვაქვს, ამიტომ მზეზე დიდხანს ყოფნის დროს გამოიყენეთ მზის დამცავი საშუალებები",_ წერს ფარტენაძე სოციალურ ქსელში.