- ივნისი 08, 2026
როგორ უნდა მოიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ თქვენზე საქმე აღიძრა
- იანვარი 18, 2025
- , პოლიტიკა
მოქალაქე ანა ტრაპაიძე აქციის მონაწილეებს მიმართავს და პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით, რჩევებს უზიარებს: ამ დღეებში ჩემ ბევრ მეგობარს და ნაცნობს ჩამოურეკეს და აცნობეს, რომ მათზე საქმეა აღძრული. როგორც ჩანს, ზარი შეიძლება ნებისმიერმა მიიღოს! მინდა პირადი გამოცდილება გაგიზიაროთ, როგორ მოიქცეთ, თუ თქვენც დაგირეკავენ: 1. **ზარის მიღებისას**: - არ დაიბნეთ! - ყურადღებით მოუსმინეთ, გამოკითხეთ დეტალები და ჩაინიშნეთ ინფორმაცია. - ვინ, რა ინსტანციამ აღძრა საქმე? - რომელ სამართალდარღვევაზე გედავებიან? - როდის და რომელ მოსამართლეს დაეწერა საქმე? - რა არის საქმის ნომერი? - სხდომა ხომ არ არის ჩანიშნული? თუ კი, როდის და რომელ დარბაზში? - ხომ არ არის თქვენი საქმე სხვა საქმეებთან გაერთიანებული? - თუ დეტალების კითხვა ან ჩანიშვნა დაგავიწყდათ, არ ინერვიულოთ! შემდგომ ეტაპზე მაინც მოგიწევთ სასამართლოს ცხელ ხაზზე დარეკვა (იხილეთ პუნქტი 3). 2. **ზარის შემდგომ**: - დაუკავშირდით ადვოკატს და გაიარეთ კონსულტაცია. - თუ არ გყავთ ადვოკატი, არ იდარდოთ! შეგიძლიათ დარეკოთ ადვოკატების ცხელი ხაზის ნომერზე: 577 07 05 63. - საჭიროების შემთხვევაში, სოციალურ ქსელში პოსტის განთავსება დახმარების მიღებაშიაც დაგეხმარებათ. 3. **საქმის მასალების გაცნობა**: - თქვენ და თქვენს ადვოკატს აუცილებლად დაგჭირდებათ საქმის მასალების გაცნობა. - მასალების სანახავად შეგიძლიათ მიხვიდეთ სასამართლოს კანცელარიაში, სადაც ამოგიბეჭდავენ დოკუმენტებს. - თუმცა უფრო სწრაფი და რეკომენდებული მეთოდია, დარეკოთ სასამართლოს ცხელ ხაზზე ნომერზე 1545. - მოითხოვეთ, რომ ოპერატორმა შეამოწმოს, არის თუ არა თქვენი ტელეფონის ნომერი საქმის მონაცემებში მიმაგრებული. - თუ ნომერი მითითებულია, მოითხოვეთ ონლაინ კაბინეტისთვის საჭირო მომხმარებლის ნომერი და პაროლი. - ამ მონაცემებით შეძლებთ სისტემაში შესვლას და საქმის მასალების ნახვას. - თუ თქვენი ტელეფონი მონაცემებში არ არის მითითებული, განცხადების გაგზავნა მოგიწევთ სასამართლოს ელექტრონულ ფოსტაზე, რათა თქვენი ნომერი დაამატონ. ამის შემდეგ კვლავ დარეკეთ ნომერზე 1545 და მოითხოვეთ კოდები. 4. **ვიდეო მტკიცებულებების შემთხვევაში**: - თუ საქმის მასალებში არსებობს ვიდეო მტკიცებულებები, ისინი სისტემაში შეიძლება არ ჩანდეს ფაილის ზომის გამო. - იურისტს ჰკითხეთ, როგორ უნდა მოითხოვოთ ეს ფაილები. 5. **საქმის გაერთიანება**: - შეამოწმეთ, ხომ არ არის თქვენი საქმე სხვა ადამიანებთან გაერთიანებული. - ამ შემთხვევაში, მოძებნეთ ეს ადამიანები და დაუკავშირდით. საჭიროების შემთხვევაში, ჯგუფებში პოსტის განთავსება დაგეხმარებათ. 6. **მედიასთან ურთიერთობა**: - მიაწვდინეთ ხმა მედიას! კარგი იქნება, თუ ლიცენზირებული მედიის წარმომადგენლები სასამართლოს გადაიღებენ. - მედიას ამისთვის გარკვეული პროცედურების გავლა დასჭირდება. 7. **დამატებითი მტკიცებულებები**: - საქმის მასალების საფუძველზე გაიხსენეთ დეტალები და მოიძიეთ შესაბამისი ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები. - თქვენს გადაადგილებას კარგად ასახავს და ინახავს Google Maps აპლიკაცია. საჭიროების შემთხვევაში, დეტალური ინსტრუქციებით მზად ვარ დაგეხმაროთ. 8. **გახსოვდეთ**: - მარტო არ ხართ! - ჯარიმის შემთხვევაში არსებობს ფონდები, რომლებიც დაგეხმარებიან. ფოტოკოლაჟი მთავარიტვ